ახალი ამბებირეკლამა

TOYOTA-ს ჰიბრიდული ტესტ-დრაივი კახეთში

31 ოქტომბერი, 2019 • 2837
TOYOTA-ს ჰიბრიდული ტესტ-დრაივი  კახეთში

15 ოქტომბერს კახეთის რეგიონში ტოიოტა კავკასიამ მედიის წარმომადგენლებისთვის მასშტაბური ტესტ-დრაივი მოაწყო, რომლის დროსაც ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ტოიოტას ჰიბრიდული ავტომობილების ახალი ხაზი პირადად გამოგვეცადა.

2015 წლიდან ტოიოტამ საკუთარ ავტომობილებში TNGA, ანუ ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურა დანერგა. TNGA ტოტალური ოპტიმიზაციის კონცეფცია და ახალი სტრატეგიაა, რომლის მიხედვით შექმნილი მანქანები უფრო სასიამოვნო და კომფორტული სამართავია.

ჟურნალისტებმა სხვადასხვა ტიპის გზაზე 2019 წლის ჰიბრიდული C-HR-ის, Camry-ის, Corolla-სა დ  ა RAV4 -ის უპირატესობები გამოვცადეთ.

ტესტ-დრაივის განმავლობაში გამოვცადეთ ყველა ავტომობილი. მარშრუტი რამდენიმე მონაკვეთისგან შედგებოდა და თითოეულ მონაკვეთზე ავტომობილის განსხვავებული ფუნქციები დავტესტეთ.

გეზი გომბორის უღელტეხილის უმაღლესი წერტილიდან წინანდლისკენ ავიღეთ. ამ მონაკვეთზე ახალი RAV 4 გამოვცადეთ. გზის ამ მონაკვეთში საწვავის მოხმარების მაჩვენებელს ვაკვირდებოდით ელემენტის დამუხტვის პროცესთან ერთად. ვინაიდან ტოიოტას ყველა ჰიბრიდი თვითდამუხტვადია, ისინი აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, რომ დამუხრუჭებისას ან დაღმართზე ინერციით მოძრაობისას წარმოქმნილი ელექტროენერგია ელემენტში ინახება. ეს საგრძნობლად ზრდის იმ მანძილს, რომლის გავლასაც თქვენ მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით შეძლებთ, რაც თქვენს მგზავრობას უფრო ეკონომიურს ხდის.  

დაბალი გრავიტაციული ცენტრისა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული  სიმკვრივის კორპუსის მქონე ახალი “რავ 4” პირდაპირ მიანიშნებს ახალ ერაზე. უკეთესი მართვადობა, კომფორტული მგზავრობა, ტევადი ინტერიერი, თვალისმომჭრელი დიზაინი და მაღალი ძარა –  ამ ყველაფერს 2019 წლის რავ 4-ში შეხვდებით . 

ახალი 2.5 ჰიბრიდული ძრავი 218 ცხენის ძალით (წინა წამყვანი თვლებით) და 222 ცხენის ძალით (სრული ამძრაობის შემთხვევაში) ახალ, თავის კლასში ყველაზე ეკონომიურ ბენზინის მოხმარებას (4.4 ლ / 100 კმ) და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო გადაადგილებას (CO – 105 გ/კმ) გვთავაზობს. 

წინანდალში ავტომობილები გავცვალეთ და ამჯერად იყალთოს სამონასტრო კომპლექსისკენ გავეშურეთ. ამ აღმართებიან მონაკვეთზე C-HR-ის საჭესთან აღმოვჩნდით. ამ ავტომობილით პირველივე შეხედვით მოიხიბლებით. დიზაინის ელემენტები, როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში ნამდვილად მოიგებს ახალგაზრდების გულს. ვიზუალურად ის მომავლის ავტომობილს მოგვაგონებს, რომელიც გვპირდება რომ უკან მოვიტოვებთ უფერულ ყოველდღიურობას. როგორც უკვე გითხარით, გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილები აღმართზე ასვლისას უნდა გამოგვეცადა. არსებობს მითი, რომ ჰიბრიდული ავტომობილი არ არის საკმარისად ძლიერი, თუმცა რეალურად ავტომობილის მაბრუნი მომენტის განაწილების  გამოცდისას ვნახეთ, რომ ამ დროს ავტომობილი იყენებს დამატებით ენერგიას ჰიბრიდული ელემენტებიდან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს უფრო მძლავრ აჩქარებას.

იყალთოდან ალავერდის მონასტრისკენ გზას ახალი Corolla-თი გავუდექით, რომელიც 1966 წლიდან დღემდე მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. 

ახალი კოროლა მოდური და პრაქტიკულია. უახლეს კოროლას აგრეთვე ახასიათებს ტევადი და ერგონომიული სალონი, რომელიც გამორჩეულია სენსორების მაღალი ხარისხით და მოწინავე ტექნოლოგიებით.

გზის ამ მონაკვეთზე ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის (Toyota Safety Sense) ხაზის შეცვლის ფუნქცია (Lane change Assistance) გამოვცადეთ. 

ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემა (Lane Departure Alert)

ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემის მეშვეობით, თქვენი ტოიოტა შეგატყობინებთ, თუ ის დააფიქსირებს, რომ თქვენი ზოლის ფარგლებს გადაცდით. 50 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით ისეთ გზაზე გადაადგილებისას, რომელსაც გააჩნია ზოლის მონიშვნა, სისტემა იყენებს სპეციალურ კამერას, რომელიც ცნობს ზოლის აღმნიშვნელ ხაზებს და ხვდება, თუ თქვენ მათ გადაუხვევთ. ამ დროს, ავტომობილი გაძლევთ ხმოვან შენიშვნას და ანთებს შესაბამის ნიშანს ხელსაწყოთა პანელზე.

მარშრუტის შემდეგი მონაკვეთი იყალთოდან ლოპოტას გადასახვევამდე ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის სხვა ფუნქციების გამოცდას დავუთმეთ, როგორებიცაა: დინამიური კრუიზ-კონტროლი და ავტომატური შორი განათება. 

დინამიური კრუიზ-კონტროლი

ეს სისტემა იყენებს მილიმეტრულ ტალღათა დიაპაზონზე მომუშავე რადიოლოკაციურ სენსორს და ერთ-ლინზიან კამერას წინმავალი ავტომობილის  დასაფიქსირებლად, ასევე მისი გადაადგილების სიჩქარის გამოსათვლელად. ამის შედეგად, ის არეგულირებს თქვენი ავტომობილის სიჩქარეს (წინასწარ მითითებულ ფარგლებში) და ამგვარად გეხმარებათ წინასწარ განსაზღვრული მანქანათაშორისი მანძილის დაცვაში. შემდგომში, მძღოლს შეუძლია ამ მანძილის რეგულირება საჭეზე დამონტაჟებული სამართავის მეშვეობით. 

ავტომატური შორი განათება (Automatic High Beams)

ავტომატური შორი განათება წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ღამით ხილვადობის გაზრდას სხვა მძღოლებისთვის ხელის შეშლის გარეშე. ის ირთვება 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისას. მანქანაში ჩამონტაჟებული კამერის მეშვეობით, ავტომატური შორი განათების სისტემა აფიქსირებს როგორც საპირისპირო მიმართულებით მომავალი ავტომობილების წინა ფარების სინათლეს, ასევე წინმავალი ავტომობილების უკანა გაბარიტული ფარების ნათებას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ავტომატურად რთავს ახლო თუ შორი განათების ფარებს. შორი განათების უფრო ხშირი და სწორი გამოყენებით, სისტემა  მოგცემთ ქვეითად მოსიარულეების ან გზაზე არსებული დაბრკოლების ადრეული შემჩნევის საშუალებას.

ეს ფუნქციები ძალიან პრაქტიკულია და ეხმარება მძღოლს ავტომობილის მართვაში, განსაკუთრებით კი შორ მანძილზე გადაადგილებისას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მძღოლმა უნდა მოადუნოს ყურადღება, რადგან ყოველთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სისტემამ სწორად ვერ აღიქვას გზაზე არსებული საფრთხეები, სწორედ ამიტომ მძღოლი ყოველთვის მობილიზებული უნდა იყოს და აკონტროლებდეს ვითარებას ავტომობილის გარშემო.

მარშრუტის საფინალო მონაკვეთზე ჰიბრიდული ავტომობილები სწრაფ სიარულსა და აჩქარებაში გამოვცადეთ, ამჯერად სატესტო ავტომობილი 2019 წლის ტოიოტა კამრი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გააქარწყლა ეჭვები ჰიბრიდული ავტომობილების სიმძლავრესთან დაკავშირებით.  ახალი კამრი დახვეწილი და ელეგანტურია ყველა თვალსაზრისით. ეს ნამდვილად საქმიანი ადმიანების ავტომობილია დინამიური ფორმებით, ერგონომიული სალონითა და უახლესი ტექნოლოგიებით.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკმაოდ ხანგრძლივმა ტესტ-დრაივმა ჰიბრიდების შესახებ არსებულ ყველა კითხვას გასცა პასუხი. ტოიოტას ჰიბრიდული ავტომობილები ყველასთვისაა. ისინი საიმედო და სასიამოვნო სამართავია როგორც ქალაქის პირობებში, ასევე ქალაქგარეთ, შორ მანძილზე გადაადგილებისას.

ტოიოტას ოფიციალური დილერები საქართველოში: „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“- გთავაზობენ ხუთი განსხვავებული მოდელისგან შემდგარ ასორტიმენტს. განურჩევლად იმისა, თუ რომელი ავტომობილით მოიხიბლებით – დინამიური C-HR ჰიბრიდული ქროსოვერით, მოდური კამრის ჰიბრიდით, სრული ამძრავი სისტემის მქონე RAV4 ჰიბრიდით, კოროლას ჰიბრიდული საქალაქო ავტომობილით, თუ მათ შორის ყველაზე ინოვაციური პრიუსით, ტოიოტას სწამს, რომ მას თქვენთვის საუკეთესო ჰიბრიდი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი