მუხიანში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გნაუცხადეს, დაღუპული ქვეითად მოსიარულე იყო.
შსს-ში ამბობენ, რომ ავარიის შედეგად 7 ავტომობილი დაზიანდა, 3 ადამიანი კი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
