ახალი ამბები

შსს: ხაშურში მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას მსხვერპლი მოჰყვა

17 აპრილი, 2015 • 980
შსს: ხაშურში მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას მსხვერპლი მოჰყვა

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, 33 წლის მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მომხდარიდან რამდენიმე საათში ხონში დააკავეს.

 

შსს–ს ცნობით, მიხეილ გ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

 

შსს–ს განცხადებით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი