ახალი ამბები

აზარტულ გათამაშებაში მანქანის მოგება სამარცხვინოა – გოგიჩაიშვილი ამბროლაურის მერზე

30 ოქტომბერი, 2019 • 1166
აზარტულ გათამაშებაში მანქანის მოგება სამარცხვინოა – გოგიჩაიშვილი ამბროლაურის მერზე

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ამბროლაურის მერის მიერ ერთ-ერთ აზარტულ გათამაშებაში ძვირადღირებული მანქანის მოგება სამარცხივნო ფაქტია. აღნიშნული მან დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თავად ამბროლაურის მერი დავით მხეიძე, რომელმაც ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში 2019 წლის პორშე კაიმანი მოიგო, ამბობს, რომ აზარტული თამაშების პოპულარიზების წინააღმდეგია.

“მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მოვულოცო პორშეს მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო… სირცხვილია, მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლგებო. სანამ ეს სივრცე, ეს ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

გოგიჩაიშვილი იმ კანონპროექტის ავტორია, რომლის მიხედვითაც, აზარტული თამაშების რეკლამირება უნდა შეიზღუდოს “რეკლამის შესახებ კანონში“ გაწერილი შესაბამისი ცვლილებებით.

ამბროლაურის მერმა ტოტალიზატორში მანქანა მოიგო, თუმცა აზარტული თამაშების წინააღმდეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი