ახალი ამბები

სოციალურად დაუცველები უფასო ადვოკატით სამოქალაქო საქმეებზეც ისარგებლებენ

15 აპრილი, 2015 • • 1639
სოციალურად დაუცველები უფასო ადვოკატით სამოქალაქო საქმეებზეც ისარგებლებენ

„იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომლებიც ძალაში 15 აპრილიდან შედის, “ქართული ოცნების” ინფორმაციით, უფასო მომსახურება შეეხება, როგორც სისხლის სამართლის პროცესში, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც.

 

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საწყის ეტაპზე, საადვოკატო მომსახურება (სასამართლოში წარმომადგენლობა) განხორციელდება საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე, სოციალური დაცვის საკითხებზე. ადვოკატის დანიშვნა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დააკმაყოფილებს გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს, ხოლო საქმე შეფასდება, როგორც რთული და მნიშვნელოვანი.

 

სახელმწიფო უფასო იურიდიულ დახმარებას 2007 წლიდან უზრუნველყოფს. დღემდე ეს სერვისი ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებს მოიცავდა. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების გაფართოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები 2014 წლის დეკემბერში მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი