ახალი ამბებირეკლამა

ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდები – ამერიკული კლინიკა თურქეთში

28 ოქტომბერი, 2019 • 4631
ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდები – ამერიკული კლინიკა თურქეთში

25 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამედიცინო ცენტრი „ანადოლუს“ ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერდარ თურჰალი ქართველ ექიმებსა და პაციენტებს შეხვდა და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდების შესახებ ესაუბრა.

პროფესორი სერდარ თურჰალი ქართველ ექიმებსა და პაციენტებს შეხვდა

სამედიცინო ცენტრი „ანადოლუ“– ეს არის ამერიკული კლინიკა თურქეთში, რომელიც დაფუძნებულია 1889 წელს მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული საუნივერსიტეტო საავადმყოფოს John Hopkins Medicine-ის მიერ და მუშაობს მისი ხელმძღვანელობით.

კლინიკას საქართველოდან არაერთი პაციენტი ჰყავს. სწორედ ამიტომ, „ანადოლუს“ წარმომადგენლები პერიოდულად საქართველოში ჩამოდიან და დაინტერესებულ ადამიანებს კლინიკაში დანერგილ ინოვაციებზე ესაუბრებიან.

„საქართველოდან ბევრი პაციენტი გვყავს. ისინი კლინიკაში ჩამოდიან, როგორც შემოწმებისთვის, ასევე მედიკალური მკურნალობისთვის. სწორედ ამიტომ, ბატონი სერდარი ჩამოვიდა ყოფილ პაციენტებთან და ჩვენი კლინიკის მუშაობით დაინტერესებულ ადამიანებთან შესახვედრად,“ – ამბობს კლინიკის საერთაშორისო დეპარტამენტის სპეციალისტი ლუკა ბოლქვაძე.

ლუკა ბოლქვაძე

საერთაშორისო დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომლის, სანტინა აქიოს თქმით, რადგან საქართველოში კლინიკის მიმართ დიდი ინტერესია, ისინი უკვე მეოთხედ ჩამოდიან თბილისში:

„ბატონი სერდარი ქართველ პაციენტებს ძალიან უყვართ, რადგან ის ბევრ ადამიანს დაეხმარა. ჩვენი მიზანია ამ ინოვაციური მეთოდების შესახებ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს. ასევე, ძალიან დიდი ინტერესია ქართველ კოლეგებში.“

სერდარ თურჰალი

სერდარ თურჰალის თქმით, კლინიკა  პაციენტების დასახმარებლად ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს:

„მოლეკულური დიაგნოსტიკით ვცდილობთ განვსაზღვროთ კონკრეტულ შემთხვევაში რა ტიპის თერაპია იქნება შედეგიანი. მე ონკოლოგი ვარ, ჩემ გვერდით კი არიან რადიოლოგები, რომლებიც ასევე იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს რადიოთერაპიებისთვის“

კლინიკა „ანადოლუ“ მუშაობს ამერიკული სტანდარტებით და აქვს წვდომა მსოფლიოში მოქმედ თანამედროვე გამოცდილებასა და ინოვაციებთან.

გარდა ამისა, კლინიკა ,,ანადოლუ“ გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებით (სამედიცინო მომსახურების ღირებულება 20-30%-ით ნაკლებია, ვიდრე ევროპასა და ისრაელში), მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობაც ხელსაყრელია (საქართველოდან თურქეთში სრულდება რეგულარული რეისები). საჭიროების შემთხვევაში კლინიკის ექიმებს აქვთ საშუალება, გაიარონ კონსულტაცია ამერიკელ კოლეგებთან.

კლინიკაში მუშაობს სპეციალიზებული ცენტრები სხვადასხვა მიმართულებით:

[checklist]

  • ონკოლოგიური ცენტრი (ქიმიოთერაპია, მიზნობრივი თერაპია, იმუნოთერაპია, რობოტიზებული ქირურგია, რადიაციული თერაპია, პალიატიური მკურნალობა);
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი (ევროპაში სამი მსხვილი ცენტრიდან ერთ-ერთი);
  • კარდიოლოგიური ქირურგიის ცენტრი;
  • ნეიროქირურგიის ცენტრი;
  • დიაგნოსტიკის ცენტრი (პათოლოგიური ლაბორატორია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, ,,თხევადი ბიოფსია’’);
  • ბირთვული მედიცინის ცენტრი (პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, რადიოაქტიური იოდითმ მკურნალობა);
  • ინვიტრო განაყოფიერების ცენტრი და სხვა.

[/checklist]

კლინიკა ,,ანადოლუ“ აღჭურვილია უახლესი  ევროპული და ამერიკული წარმოების სამედიცინო ტექნოლოგიებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ზუსტ დიაგნოზს უმოკლეს დროში, ურთულესი ოპერაციების უმაღლეს დონეზე ჩატარებას და უახლეს მეთოდებს მძიმე დაავადებების სამკურნალოდ.

კლინიკაში მკურნალობის გარდა შეგიძლიათ გაიაროთ პროფილაქტიკური შემოწმება:

,,ანადოლუს“ დაარსების დღიდან ფუნქციონირებს საერთაშორისო განყოფილება, რომელიც მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას უცხოელ პაციენტებზე. ჯგუფი დაკომპლექტებულია 65-ზე მეტი თანამშრომლისგან, კორდინატორებისა და თარჯიმნების ჩათვლით, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზეც. ყოველწლიურად კლინიკის სპეციალისტები ეხმარებიან გამოჯანმრთელებაში ათასობით პაციენტს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან ჩამოსულ მოქალაქეებს.

კლინიკა გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

[checklist]

  • პირველადი კონსულტაცია და დანიშნულება სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე;
  • წინასწარი ჩაწერა კონსულტაციასა და პროცედურებზე; იმ შემთხვევაში თუ პაციენტი გადაწყვეტს მკურნალობის ,,ანადოლუში“ გაგრძელებას;
  • ტრანსფერი აეროპორტიდან კლინიკამდე ,,ანადოლუს“პაციენტებისთვის;
  • კლინიკის მახლობლად სასტუმროს მოძებნა და დაჯავშნა;
  • პირადი კოორდინატორი და თარჯიმანი მთელი მკურნალობის განმავლობაში;
  • დოკუმენტების ინგლისურ ენაზე თარგმნა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემდგომ;
  • მუდმივი კონტაქტი ექიმთან მკურნალობის დასრულებამდე;

[/checklist]

თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე ვებ-გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით:

ვებ-გვერდი: https://www.anadolumedicalcenter.com/en

ტელეფონი: + 90 (262) 678 54 08,

+ 90 (262) 678 28 03

ელ.ფოსტა: inst.patients@anadolusaglik.org

სოც.ქსელი: https://www.facebook.com/AnadoluMedicalCenter

მასალების გადაბეჭდვის წესი