ახალი ამბები

დეკანოზი მამალაძე: პროკურატურა ორი წელია ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებს

27 ოქტომბერი, 2019 • 1753
დეკანოზი მამალაძე: პროკურატურა ორი წელია ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებს

ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიამ ე.წ. “ციანიდის საქმეზე” დაკავებული დეკანოზ გიორიგ მამალაძისგან წერილი მიიღო.

ტელეკომპანიის განცხადებით, წერილის სრულ შინაარსს დეკანოზისვე თხოვნით ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, თუმცა წერილის ნაწილი პირდაპირ ეთერში წაიკითხეს.

ტელეკომპანიის განცხადებით, დეკანოზ მამალაძისგან მიღებული წერილი ასე იწყება:

“რადგან გავრცელდა პროკურორის მამხილებელი წერილი [საუბარია, სალომე აიდეიშვილის “ფეისბუკ” სტატუსზე], ამ ამბავმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პროკურატურის მიერ დაკვეთილი საქმეების შეკერვა, რასაც მე 2017 წლის მერე გავიძახი. სწორედ საქმეების შემკერავი პროკურორი გადაჰგყავთ ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. პროკურატურა მე არარსებული დანაშაულის აღიარებას მთხოვდა და ორი წელი და რვა თვეა, ლიკვიდაციის შიშში მაცხოვრებენ” – წერია წერილში.


დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი