ახალი ამბები

ახვლედიანი: კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში იმავე წილით რჩება

25 ოქტომბერი, 2019 • 1223
ახვლედიანი: კონტი ჯგუფი ანაკლიის პროექტში იმავე წილით რჩება

ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კონტი ჯგუფი ანაკლიის პორტის პროექტში იმავე წილით რჩება, რაც ადრე ჰქონდა. ახვლედიანის თქმით, კონტის წილი 42 პროცენტის ფარგლებშია:

“როგორც დღეს დავადასტურეთ, კონტი ინთერნეიშენალმა შეცვალა გადაწყვეტილება და გადაწყვიტა პროექტში დარჩენა. მისი წილი რჩება იგივე, რაც იყო ადრე, 42 პროცენტის ფარგლებში, და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ იყო ძალიან დროულიც”, – ამბობს ახვლედიანი.

მისი თქმით, მიზეზების შესახებ, თუ რამ განაპირობა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების ცვლილება, ვერ ისაუბრებს და აღნიშნავს, რომ კონტი ჯგუფის დარჩენა პროექტს სხვა პარტნიორების მოზიდვაში დაეხმარება:

“ეს არის კერძო მოლაპარაკება პრტნიორებს შორის. როგორც გასვლის მიზეზებზე ჩვენ არ გავაკეთეთ განცხადება, არც ახლა გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ დარჩენის მიზეზებზე. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, თვითონ კონტი გააკეთებს ამ საკითხებთან დაკავშირებით განცხადებას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, რჩება პროექტში. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ფაქტორია და, ვფიქრობ, დანარჩენი პარტნიორების მოზიდვის კუთხითაც დადებით ზეგავლენას იქონიებს ამაზე”, – ამბობს ახვლედიანი.

ანაკლიის პორტი – მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი