დღეს, 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტაცია და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთები უნდა წარედგინა.
საინვესტიციო ხელშეკრულებით საკუთარი კაპიტალი, რაც კონსორციუმმა პარტნიორების მეშვეობით უნდა წარუდგინოს მთავრობას, დაახლოებით 120 მლნ დოლარია. რაც შეეხება სესხს, უკვე რამდენიმე თვეა, კონსორციუმი ოთხ საფინანსო ინსტიტუტთან დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
კონსორციუმის დირექტორ ლევან ახლვედიანის თქმით, კონსორციუმმა მთავრობას წარუდგინა წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პორტის პროქტისთვის საჭირო მომავალი ნაბიჯები. ამ წერილის გარდა კი, მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ. კონსორციუმი მთავრობას პროექტის საბოტაჟში ადანაშაულებს. მთავრობის საბოლოო პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ მოვლენათა ქრონოლოგიას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ.