“დოიჩე ველეს” ცნობით, თურქეთის წარმომადგენელმა კვირას განაცხადა, რომ პაპის განცხადებებმა პრომლემის წინაშე დააყენა ნდობის საკითხი. მან ხაზგაზმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იმედგაცრუებული დარჩა, რადგან რომის პაპმა ფრანცისკემ 1915 წელს სომხების მასობრივ მკვლელობებს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გენოციდი უწოდა.
რომის პაპის განცხადების გამო თურქეთმა ახსნა-განმარტებები მოსთხოვა ვატიკანის ელჩს თურქეთში. თურქეთი აცხადებს, რომ პაპის ნათქვამი ეწინააღმდეგება 2014 წლის ნოემბერში თურქეთში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას მშვიდობის შესახებ.
CNN-ის ცნობით, კვირას პაპმა ერთი საუკუნის წინ ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მასობრივი განადგურება საუკუნის პირველ გენოციდად მოისხენია.
“გასულ საუკუნეში ადამიანებმა განიცადეს სამი მასობრივი და უპრეცედენტო ტრაგედია. პირველი, რომელიც აღიაებულია როგორც “პირველი გენოციდი მეოცე საუკუნეში”, შეეხო ჩვენს სომეხ ხალხს”, – პაპმა მოიშველია გარდაცვლილი პაპის, იოანე პავლე მეორის სიტყვები.
სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, 2015 წელს დაიწყო ეთნიკურად სომეხი ხალხის მასობრივი განადგურება ოსმალეთსი იმპერიის ბოლო წლებში, რამაც გენოციდის სახე მიიღო.
გენოციდს არ აღიარებს თურქეთი, რომელიც ამბობს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1918) ასი ათასობით სომეხი და თურქი დაიღუპა თემებს შორის დაწყებული ძალადობის გამო.