ახალი ამბებისაზოგადოება

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადასცეს

25 ოქტომბერი, 2019 • 1943
700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადასცეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისში,  ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა 700-მდე  დევნილი ოჯახი.  

როგორც სამინისტრო იტყობინება, ბინების გადაცემის შედეგად თბილისში დაიხურა დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი.

უწყებისვე ცნობით, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა.

ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

დევნილი ოჯახების ნაწილი მიიჩნევს, რომ სამინისტრო ბინებს უსამართლოდ ანაწილებს. ამის გამო მათ სამინისტროსთან აქციის გამართვა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა ბინების სამართლიანად განაწილების პრინციპის დანერგვაა.

“როდემდე უნდა გვატყუონ?“ – დევნილების პროტესტის 29-ე დღე სამინისტროსთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი