ახალი ამბები

ილია II:მატერიალურ–ტექნიკურმა წინსვლამ ხელი შეუწყო ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას

12 აპრილი, 2015 • 1085
ილია II:მატერიალურ–ტექნიკურმა წინსვლამ ხელი შეუწყო ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას

“მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ და სულიერ განვითარებაზე ნაკლებმა ზრუნვამ დიდად შეუწყო ხელი ადამიანში ამპარტავნებისა აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას, იმ აზრის განმტკიცებას, თითქოს მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს, რომ თვითონ შეუძლია ყველაფერი მართოს და განაგოს.მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი, – სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა. აქედან გამომდინარე, ცუდი და კარგი, ცოდვა და მადლი, მისთვის ფარდობითი და პირობითი ცნებები გახდა. ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე.

მართლაც, თუ არ არსებობს ღმერთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს არაფერი მიუღებელი, არ არსებობს არანაირი სულიერი მიზანი, რომლისკენაც იგი უნდა ისწრაფვოდეს, ანუ სიცოცხლეს, ფაქტობრივად, არ აქვს აზრი. რჩება მხოლოდ წარმავალი მიწიერი ყოფა და ამქვეყნიური ვნებები, სიმდიდრითა და პატივით მიღებული დროებითი სიამოვნება, რომლის შედეგი სასოწარკვეთა და დეგრადაციაა, დასასრული კი, – არარაობა,”– ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

 

სააღდგომო ლიტურგია ილია II-მ 11 აპრილს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

 

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი