ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი აცხადებს, რომ EUMM-ს დამკვირვებელმა “სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვია”

24 ოქტომბერი, 2019 • 1036
ცხინვალი აცხადებს, რომ EUMM-ს დამკვირვებელმა “სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვია”

ოსური მხარე აცხადებს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელმა სოფელ წნელისის ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია.

“წნელისის დასახლებულ პუნქტში 12:50 საათზე უშიშროების სასაზღვრო დანაყოფმა შეაჩერა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელი, რომელმაც საზღვარი დაარღვია. დავრწმუნდით რა, რომ ნამდვილად დამკვირვებელი იყო, მესაზღვრეებმა მას უკანონობაზე მიუთითეს და რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რაც განხორციელდა კიდეც”, – აცხადებს ეგორ კოჩიევი, ცხინვალის დელეგაციის ხელმძღვანელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

აქვე, კოჩიევი აცხადებს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებული იყო “ცხელი ხაზი”, რა დროსაც “განვუცხადეთ, რომ მსგავსი ნაბიჯები დაუშვებელია, რადგანაც ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისედაც რთულ სიტუაციას აღნიშნულ რაიონში”.

სადამკვირვებლო მისია კი აცხადებს, რომ ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. ისინი სწავლობენ ინციდენტის შესახებ დეტალებს.

ოსურმა მხარემ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დააკავა — EUMM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი