ახალი ამბები

ახალი დეტალი ეროსი კიწმარიშვილის საქმეში

10 აპრილი, 2015 •
ახალი დეტალი ეროსი კიწმარიშვილის საქმეში

ეს კომანტარი ზურაბ კიწმარიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2” -თან გააკეთა. 

 

“ჩვენ საქმეში გვაქვს უცხო დნმ-ი, რომელიც დაფიქსირებულია იმ იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა ნაპოვნი. ეს არის უცხო დნმ-ი, რომლის საშუალებითაც პიროვნების იდენტიფიცირება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია ის მოქმედებები, რომლითაც შეიძლება გამოიკვეთონ ის უცხო ადამიანები, რომლებიც გამოძიების ვერსიით, შესაძლოა, კავშირში იყვნენ მომხდარ ფაქტთან. პროკურატურამ 10-მდე პირის გენეტიკური ანალიზის შედარება იარაღზე აღმოჩენილ უცხო დნმ-თან უკვე მოახდინა.”

 

ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, გამოძიებამ ის პირები შეამოწმა, ვინც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი პირველად ნახეს, მათ შორის კიწმარიშვილის ახლო გარემოცვა:

“შედარებულია იმ ხალხის დნმ-თან, რომლებმაც პირველად ნახეს შემთხვევის ადგილი და შეესწრნენ ამ ფაქტს.”

 

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში 2014 წლის 15 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი