მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” პროგრეს ბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას ითხოვს.
როგორც “ლელოში” აცხადებენ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბანკი გაუქმებულია და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია, იმ ფონზე, როცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად თბისი ბანკის არა მხოლოდ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ 12- წლიან საქმიანობას სწავლობს, ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია:
“ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად თიბისი ბანკის არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს. ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და მისი განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს საქმიან სივრცეში. ეს განცხადებები აშკარად ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი”, – ვკითხულობთ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროგრეს ბანკის საქმეზე პროკურატურა თავისი ინიციატივით რეაგირებას არ აპირებს