მისი განცხადებით, მედიის შესახებ წინა კანონმა თავისი აქტუალობა დაკარგა, შესაბამისად, ცვლილებების საჭიროება დადგა.
“მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების შესახებ კანონი 1993 წელს იყო მიღებული. მან თავისი თავი ამოწურა. ის არ ითვალისწინებს რესპუბლიკაში არსებულ ახალ რეალიებს, რომელიც სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ გაჩნდა. გარდა ამისა, 1993 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ელექტრონული მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები გაჩნდებოდა”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ახალი კანონი უცხოური გამოცემებისთვის მომუშავე ჟურნალისტების უფლებებსაც განსაზღვრავს.
“კანონპროექტში წერია, რომ ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ შეძლებს საქმიანობას რესპუბლიკაში, თუკი სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული აკრედიტაცია არ ექნება”.
აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას | |