ახალი ამბები

გახარიას შემდეგ ბერას გამოესარჩლა მინისტრი ლევან დავითაშვილიც

23 ოქტომბერი, 2019 • 1154
გახარიას შემდეგ ბერას გამოესარჩლა მინისტრი ლევან დავითაშვილიც

გარმეოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მინისტრ ლევან დავთაშვილის კომენტარი გაავრცელა, სადაც “ქართული ოცნების” ლიდერის შვილს, რეპერ ბერას ესარჩლება. ბერამ ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად ბრაზილიელ აქტივისტებს 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა. ბერას ეს ქმედება ფეისბუკზე ადამიანთა ნაწილმა გააკრიტიკა.

“ძალიან რთულია კომენტარი გააკეთო კეთილი საქმის და ქველმოქმედების კრიტიკაზე, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, რადგან თვითონ ივანიშვილების ოჯახის მხრიდან ქველმოქმედება საქართველოს მიმართ სხვადასხვა პროექტებში განუზომელია“, – აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა ამაზონის ტყეს დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი უწოდა და იმ კლიმატურ გავლენებზე ისაუბრა, რასაც ამაზონის ტყე მსოფლიოში ქმნის.

„სირცხვილია კრიტიკა განსაკუთრებით, როცა ეს ეხება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხს,  ამაზონის ტყეებს. ამ კატასტროფის შემხედვარე, ვფიქრობ, რომ ადამიანი გულგრილი ვერ დარჩებოდა. მილიონ რვაასი ათას ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა. ეს არის ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, ფაქტობრივად,  დედამიწის ფილტვები” ,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბრაზილია ამაზონის ხანძრის ჩასაქრობად G7-ის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე უარს ამბობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი