ახალი ამბები

სილაგაძე განმარტავს, რატომ არ გამოუტანია 2012 წლამდე არცერთი გამამართლებელი განაჩენი

23 ოქტომბერი, 2019 •
სილაგაძე განმარტავს, რატომ არ გამოუტანია 2012 წლამდე არცერთი გამამართლებელი განაჩენი

“უნდა შეგხვდეს საქმე, რომ გასამართლებელი იყოს პირი”, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ კითხვას იმის შესახებ, თუ რით ახსნიდა იმას, რომ უზენაესი სასამართლოში საქმიანობის პერიოდში, 2012 წლის შემდეგ 22 გამამართლებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, 2012 წლამდე კი – არცერთი.

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე 2008-2019 წლებში იყო.

“შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს რაღაც პერიოდის განმავლობაში სრულად გამართლებელი განაჩენი, მაგრამ ნაწილობრივვ გამამართლებელი განაჩენები, რაღაც ნაწილში – გამამართლებელი, ან პირიქით – არსებობს ასეთები. სტატისტიკით თქვა, რომ მაინცდამაინც მაგარი ხარ იმის გამო, რომ გამამართლებელი განაჩენები გაქვს, არ არის სწორი. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენებიც მაქვს გაუქმებული გამამტყუნებელი განაჩენებით. ამ შემთხვევეაში ეს არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს? არ არის სწორი საკითხის ასე დაყენება”, – განაცხადა სილაგაძემ.

კვაჭანტირაძემ მას სთხოვა, დაესახელებინა ერთი საქმე, სადაც სრულად გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

“იყო შემეთხვევა, როცა იყო ყაჩაღობაც და გაუპატიურებაც რაღაც ნაწილში გავამართლე, რაღაც ნაწილში დამნაშავედ ვცანი. სრული გამამართლებელი რას ნიშნავს? იქნებ არ იყო სრულად გასამართლებელი?”, – აღნიშნა სილაგაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი