ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დუმის დეპუტატი: ბაქოში აშშ-ის საელჩოს საქმიანობა რიგ შეკითხვებს ბადებს

8 აპრილი, 2015 • 1197
დუმის დეპუტატი: ბაქოში აშშ-ის საელჩოს საქმიანობა რიგ შეკითხვებს ბადებს

“ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ხომ “ნარინჯისფერი რევოლუცია” არ დასრულებულა. მე ვფიქრობ, რომ აშშ-თან ურთიერთობებში აზერბაიჯანის ხელისუფლება ითვალისწინებს იმ შეუპოვრობას, რომლითაც აშშ “ნარინჯისფერ რევოლუციებს” მთელ რიგ ქვეყნებში ეხმარება. ამიტომ აშშ-თან ურთიერთობა საკმაოდ წინააღმდეგობრივია, ანუ, ერთი მხრივ, აქ შეიძლება იყოს მომგებიანი ასპექტები, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს საკმაოდ სახიფათო სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მისი აზრით, აზერბაიჯანი აშშ-თან ურთიერთობის გამო რუსეთს ზურგს არ შეაქცევს.


“არ მგონია, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამო აზერბაიჯანი გაწირავს რუსეთთან ურთიერთობას. ჩვენ საერთო საზღვარი და ისტორიულად უფრო ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს. აზერბაიჯანის მთავრობამ იცის, რომ რუსეთი დაინტერესებულია სტაბილურობითა და დაბალანსებული პოლიტიკური პროცესებით და არა სახელმწიფოებრივი გადატრიალებებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენი მეზობლები არიან. ასე რომ, მე ვერ ვხედავ საფრთხეს იმ ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც აზერბაიჯანს დასავლეთთან აქვს”, – განაცხადა პუშკოვმა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი