ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მინდია ჯანელიძეს არ უნდა დაბრალდეს პატრიოტიზმის ნაკლებობა

8 აპრილი, 2015 •
კვირიკაშვილი: მინდია ჯანელიძეს არ უნდა დაბრალდეს პატრიოტიზმის ნაკლებობა

კვირიკაშვილის შეფასებით, არასწორია, რომ სიტყვის გამო ადამიანს დაუმსახურებლად ლაფი დაასხა თავზე:

 
“ამ მოვლენის შესახებ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ იმ დღეს ტარდებოდა. მინდია ჯანელიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დღეს ჰყავდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სტუმრად, ვფიქრობ, იყო სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ არ წამოსულიყო შეურაცხყოფის ნიაღვარი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ამას იმსახურებდეს. ვფიქრობ, რომ მინდია ჯანელიძე არის ის ადამიანი, რომელიც, ღმერთმა ნუ ქნას და საჭიროება თუ იქნა, პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში. ამიტომ არასწორია, ადამიანს დააბრალო პატრიოტიზმის ნაკლებობა იმის გამო, რომ ვერ მოიცალა იმ დღეს. არასწორია ისიც, რომ სიტყვის გამო ადამიანს დაუმსახურებლად დაასხა ლაფი თავზე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი