ახალი ამბები

ტოიოტა ფორტუნერი – თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით

13 ნოემბერი, 2019 • 1041
ტოიოტა ფორტუნერი – თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით

2005 წელს „ტოიოტამ“ თავისი ახალი მოდელის „ტოიოტა ფორტუნერის“ გამოშვებით, მსოფლიოს ახალი ტიპის ყველგანმავალი წარუდგინა, რომელიც მისი სხვა წინამორბედებისგან  განსხვავებით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიკაპის „ჰაილუქსის“ ბაზაზეა აწყობილი. აღსანიშნავია, რომ „ფორტუნერმა“ სულ მცირე ხანში მოიპოვა აღიარება და მისმა პოპულარობამ მოლოდინებს გადააჭარბა. ეს არის მაღალი გამავლობის კომფორტული ოფროუდერი, რომელიც საიმედოა ნებისმიერი სირთულის გზაზე. 2005 წლიდან დღემდე „ფორტუნერი“არის უგზოობის სიმბოლო, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ყველგანმავალი. 

დღესდღეისობით ,”ტოიოტა” მომხმარებელს მეორე თაობის ”ფორტუნერს” სთავაზობს, რომლის წარმოებაც 2015 წელს დაიწყო. ახალი „ფორტუნერი“ გაცილებით უფრო კომფორტული სვლით ხასიათდება. მისი იერსახე აერთიანებს, საიმედოობას, მოხერხებულობასა და სპორტულობას. მას აქვს ტრაპეციის ფორმის ქრომირებული ცხაური და გამობურცული წინა მაშუქები.

2016 წლის გაზაფხულზე კი, „ტოიოტამ“„ფორტუნერი“ქართველ მომხმარებლებს გააცნო – აქაც მისმა პოპულარობამ არ დააყოვნა, რამაც შემდგომში ბიძგი მისცა იაპონურ ავტოგიგანტს, მისი ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალის უკვე დიზელის ძრავიანი ვერსია შეეთავაზებინათ ადგილობრივი მომხმარებლებისათვის.

და აი უკვე, 2019 წლის შემოდგომიდან, მოხარულები ვართ ქართველი მომხმარებლების წინაშე წარმოვადგინოთ ახლა უკვე დიზელის ძრავიანი „ტოიოტა ფორტუნერი“. რომლის, 4 ცილინდრიანი 2,4 დიზელის ძრავი 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც კიდევ უფრო საიმედოს და მძლავრს ხდის მის შესაძლებლობებს. ეს არის საოჯახო, კომფორტული SUV-ია, მაღალი გამავლობის ლეგენდარული „ჰაილუქსისეული“ ნიჭით.  „ტოიოტა ფორტუნერი“ დიზელის ახალი ძრავით სამაგალითო ყველგანმავალია, რადგან აქვს სრული ამძრაობა და უკანა ღერძის დიფერენციალის ბლოკირების სისტემა, რომლის ჩართვა/გამორთვაც სალონში არსებული ღილაკით ხდება.

მაღალი კომპლექტაციის შეემთხვევაში სპეციფიკაციები, რომლებითაც ეს მოდელი არის აღჭურვილი მოიცავს: უკანა ხედვის კამერას, აღმართის ელექტრონულ ასისტენტს,  უკანა პარკირების სენსორებს, კრუიზ-კონტროლს და ა.შ. ინტერიერში შეხვდებით მულტიმედია-სისტემას და ახალ ცენტრალურ მონიტორსაც – რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მგზავრობას როგორც უგზოობის ასევე ქალაქის პირობებში.

ახალი ”ტოიოტა ფორტუნერი”, უკვე დიზელის ძრავით, სამაგალითო ყველგანმავალთა კლასის ღირსეული წარმომადგენელია, რომელსაც შეუძლია, გადალახოს ნებისმიერი სახის უგზოობა და იყოს თქვენი თავდაჯერებულობის გარანტი ნებისმიერ გზაზე.

ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, „ტოიოტა ფორტუნერი“, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, არის „ტოიოტას“ ხაზის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რომლემაც დღეიდან მისი დაარსებისა მსოფლიოს ავტომოყვარულთა აღტაცება დაიმსახურა და ასევე სწრაფად შეაყვარა თავი ქართველ მომხმარებელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში ”ტოიოტას” ოფიციალურ დილერებს: ”ტოიოტა ცენტრ თბილისს” ან ”ტოიოტა ცენტრ თეგეტას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი