ახალი ამბები

გომელაური: ვაზაგაშვილის საქმეში ბრალდებული სპეცრაზმელები უკანონო ბრძანებას შეეწირნენ

8 აპრილი, 2015 • • 1091
გომელაური: ვაზაგაშვილის საქმეში ბრალდებული სპეცრაზმელები უკანონო ბრძანებას შეეწირნენ

“პრემიერის გამოთქმას ვეთანხმები. მან კარგად ახსნა ეს სიტუაცია. ეს ადამიანები შეეწირნენ არასწორი ბრძანების შესრულებას, რაც კანონით ისჯება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ მსუბუქი სასჯელით. თუმცა კანონი მათ ავალებთ, რომ უკანონო ბრძანება არ შეასრულონ. მე თითონ 10 წელი ვმუშაობდი მანდ და ვიცი, რომ უკანონო ბრძანება არ უნდა შემესრულებინა. რომ ებრძანებინათ, დაცხრილე რომელიმე ბავშვი, იმის ტვინი უნდა გქონდეს, რომ ეს ბრძნება არ შეასრულო”, – განაცხდა ვახტანგ გომელაურმა.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურას ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეში, რომელიც “კორტების სპეცოპერაციის” სახელითაა ცნობილი, 11 პირი ჰყავს დაკავებული.

 

გამოძიების ცნობით, ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლული იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტან გომელაური - 26.01.15
ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტან გომელაური – 26.01.15

მასალების გადაბეჭდვის წესი