ახალი ამბები

კოპოლა: Marvel-ის ფილმები გულისამრევია

21 ოქტომბერი, 2019 •
კოპოლა: Marvel-ის ფილმები გულისამრევია

რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ამბობს, რომ Marvel-ის ფილმები, რომლებიც ძირითადად კომიქსების სუპერგმირებს ეხება, მისთვის გულისამრევია.

ამ ფრაზით კოპოლა სხვა ცნობილი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს განცხადებას ეხმიანება. სკორზესემ Avengers: Endgame-ს გამოსვლის შემდეგ, თქვა, რომ Marvel-ის ფილმები კინო არ არის.

“როდესაც მარტინმა თქვა, რომ Marvel-ის ფილმები კინო არ არის, მართალი იყო, რადგან კინოს ნახვისას ჩვენ ველოდებით, რომ მისგან რაიმეს ვისწავლით, რაიმეს მივიღებთ- განათლებას, ცოდნას, შთაგონებას.

მე არ ვიცი, რას შეიძლება იღებდეს ადამიანი ერთი და იგივე ფილმის ყურებით. მარტინი კეთილი იყო, როდესაც თქვა, რომ ეს ფილმი არ არის. მას არ უთქვამს, რომ ეს გულისამრევია, ამ უკანასკნელს კი მე ახლა ვამბობ“, – აცხადებს კოპოლა, მის სიტყვებს კი The Guardian ავრცელებს. 

მარტინ სკორსეზე: Marvel-ის ფილმები კინო არ არის

მასალების გადაბეჭდვის წესი