“სონიმ” და “მარველ სტუდიომ” შეთანხმებას მიაღწიეს და Spider-man-ის მესამე ფილმს კვლავ ერთად გადაიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ფილმის პროდუსერი “მარველ სტუდიოს” პრეზიდენტი კევინ ფაიგი იქნება, ფილმის პრემიერა კი 2021 წლის 16 ივლისს შედგება.
ახალი შეთანხმების მიხედვით, “დისნეი”, რომლის მფლობელობაშიც “მარველია”, ფილმიდან მიღებული შემოსავლის 25 პროცენტს მიიღებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემოსავლის განაწილებაზე უთანხმოების გამო Spider-man მარველის კინოსამყაროს ეთიშებოდა. კერძოდ “მარველი”, რომელიც ამჟამად “დისნეის” მფლობელობაშია, სონისთან ერთად გადაღებული ფილმებიდან შემოსავლის მხოლოდ 5%-ს იღებდა. მას შემდეგ კი, რაც კომპანია “დისნეიმ” იყიდა, გავრცელებული ცნობებით, კომპანია სონისგან ფრენჩაიზის მესამე ფილმის მოგების ნახევარს ითხოვდა.
“სონისთან” კოპროდუქციით “მარველ სტუდიომ” ადამიანი ობობის ორი ახალი ფილმი გადაიღო. ორივე ფილმში გამოჩნდნენ მარველის კინოსამყაროს სხვა სუპერგმირები, რაც სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია. გარიგების ჩაშლის შემთხვვაში, “სონის” ახალი ფილმის გადაღება მხოლოდ იმ გმირებით მოუწევს, რომელზეც უფლებებს ფლობდა. ასევე, პროექტს გამოეთიშებოდა “მარველ სტუდიოს” პრეზიდენტი კევინ ფაიგიც.