ახალი ამბებიკინო

მარტინ სკორსეზე: Marvel-ის ფილმები კინო არ არის

4 ოქტომბერი, 2019 • 3253
მარტინ სკორსეზე: Marvel-ის ფილმები კინო არ არის

ამერიკელი რეჟისორი მარტინ სკორსეზე სუპერგმირების თემატიკაზე შექმნილ ფილმებს აკრიტიკებს. როგორც “გარდიანი” წერს, რეჟისორს Marvel-ის კინოსამყაროზე ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ დაიღალა და ეს კინო არაა:

“სიმართლე გითხრათ, ჩემი ყველაზე მიახლოებული ფიქრი ამ ფილმებზე ისაა, რომ ისინი თემატური პარკებია. ეს არ არის კინო, სადაც ადამიანები ემოციის გადმოცემას და ფსიქოლოგიური გამოცდილებების ერთმანეთთან გაზიარებას ცდილობენ”, – ამბობს რეჟისორი.

მიუხედავად ამ შეფასებია, მარველის Avengers: Endgame ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ფილმი გახდა ამავე სტუდიის მიერ მომზადებული 8 ფილმი კი ტოპ-30 ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორის სახელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი