ახალი ამბები

Რატომ გაჰყავს ბავშვი ძალის გამოყენებით პოლიციელს მეტროსადგურიდან? [VIDEO]

20 ოქტომბერი, 2019 •
Რატომ გაჰყავს ბავშვი ძალის გამოყენებით პოლიციელს მეტროსადგურიდან? [VIDEO]

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს პატარა ბავშვი, რომელიც ტირის და პოლიციას  ძალის გამოყენებით გაჰყავს. 

ვიდეოში ისმის ქალი პოლიციელის ხმა, რომელიც ბავშვს მიმართავს და ეუბნება, რომ “აქ ჯდომა არ შეიძლება”, მეორე პოლიციელს კი ბავშვი ხელში აჰყავს და ძალით გაყავს ტერიტორიიდან. 

შემთხვევა მეტროსადგურ “ისნის” ტერორიაზე ხდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე კომენტირებისას “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შემთხვევა 18 ოქტომბერს მოხდა და რომ 10 წლის ბავშვის მიერ ძარცვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც პატრულმა ბავშვი “ცოტა ხნით შეაკავა”. 

შსს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/178 მუხლებითაა დაწყებული [ძარცვის მცდელობა] და გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი 10 წლისაა, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 

“ნეტგაზეთმა” შსს-ს ასევე კითხა, დაეკისრა/დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა პოლიციელს, რომელსაც ამ ფორმით გაჰყავს ბავშვი ტერიტორიიდან, რაზედაც გვიპასუხეს, რომ “ეს იყო ბავშვის ცოტა ხნით შეკავება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი