ახალი ამბები

ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ – სუს

19 ოქტომბერი, 2019 • 872
ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სუს-ის ცნობითვე, მომხდარზე გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს,”-წერია სუს-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი