ქართველი ძიუდოისტი ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
ქართველმა სპორტსმენმა მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის 81 კილომდე წონითი კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.