საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქონების მართვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ კუთხით სახელმწიფო ქონების პრივატიზების მნიშვნელობაზე საუბრობს.
გახარიას თქმით, საპრივატიზებო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი და 100-120 სხვადასხვა სიდიდის ობიექტს უნდა მოიცავდეს:
“მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა; საპრივატიზებო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი -საინვესტიციო მიზიდულობის და ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისითაც. საპრივატიზებო ნუსხაში უნდა იყოს სხვადასხვა სიდიდის, სულ მცირე, 100-120 ობიექტი. მოძებნეთ, რადგან სხვადასხვა უწყების ბალანსზეა საკმაოდ სერიოზული აქტივები, რომლებიც უბრალოდ მივიწყებულია და არ ფუნქციონირებს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აქტიურობა და სწრაფი რეაგირება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.