„დემოკრატია სკოლაში“ – საერთაშორისო კონფერენცია

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ვერგელანდის ევროპულ ცენტრთან ერთად (ნორვეგია), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში 17-18 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია „დემოკრატია სკოლაში“ მიეძღვნა საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიცირებას.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ექსპერტები, პრაქტიკოსი პედაგოგები, სკოლების წარმომადგენლები, განათლების სპეციალისტები საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს დოკუმენტის „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ დანერგვის პრაქტიკას სკოლებში, იმსჯელეს გამოწვევებზე, რისკებსა და სამომავლო ინიციატივებზე.

კონფერენციაზე მოეწყო მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელი სკოლების წარმატებული პრაქტიკის გამოფენა, თუ როგორ ნერგავენ სკოლები ყოველდღიურ პრაქტიკაში ევროპის საბჭოს „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“ და როგორ ავითარებენ დემოკრატიულ კულტურას.

ორდღიანი კონფერენცია გაიმართა „რეგიონული თანამშრომლობისა და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში. კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შუალედური შედეგები და დაისახა ახალი ინიციატივები შემდგომი თანამშრომლობისათვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი