ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში 3 წლის ვადით აირჩიეს

17 ოქტომბერი, 2019 • 1153
სომხეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში 3 წლის ვადით აირჩიეს

სომხეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UN HRC) წევრად აირჩიეს.

ეს გადაწყვეტილება გაერომ 17 ოქტომბერს მიიღო 144 ხმით. სომხეთი საბჭოს წევრი 2020-2022 წლებში იქნება.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო შედგება გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 3-წლიანი ვადით 47 ქვეყანა აკომპლექტებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტვიტერზე დაწერა, რომ სომხეთის არჩევა საბჭოში არის ქვეყნის „დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისა და წახალისების საქმეში მიღწეული არსებითი პროგრესის აღიარება და დადასტურება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“.

საქართველო ამ საბჭოში 2016-2018 წლებში იყო არჩეული [წესდების თანახმად, ერთი ვადის შემდეგ ხელახალი არჩევა პირდაპირ არ ხდება].

მასალების გადაბეჭდვის წესი