ახალი ამბები

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ერდოღანს თურქეთში შეხვდა

17 ოქტომბერი, 2019 • 1436
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ერდოღანს თურქეთში შეხვდა

17 ოქტომბერს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს თურქეთში, ანკარაში შეხვდა.

ოფიციალური ვერსიით, პენსის მიზანი იყო, დაერწმუნებინა ერდოღანი, რომ შეწყვიტოს ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ, მაგრამ თურქეთის ოფიციალური პირების თანახმად, სპეცოპერაცია მაინც გაგრძლედება, — იუწყება „როიტერსი“.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია — „მშვიდობის წყარო“ — 9 ოქტომბერს დაიწყო. ოფიციალური ვერსიით, მათი მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებაა. თუმცა თურქეთს არაერთი აქტორი აკრიტიკებს ამ ოპერაციის დაწყების გამო.

ნახეთ ასევე:

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო შეტევა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი