აღნიშნული სტუმრობის შესახებ პრემიერ-მინისტრის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია.
“დღეს მე და ნუნუკა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ვესტუმრეთ და ბზობის დღესასწაული მივულოცეთ. მისმა უწმინდესობამ, როგორც ყოველთვის, თბილად მიგვიღო და დაგვლოცა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ალბათ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი მადლი და ბედნიერებაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს…’
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლას აღნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, იესოს იერუსალიმის მცხოვრებლების ნაწილმა მას პალმის რტოები დაუფინეს. დღესასწაული მოძრავია და საქართველოში ბზობის სახელით დამკვიდრდა.