ახალი ამბები

ტარიფი 30-40 ლარი – თბილისის აეროპორტში ტაქსის ახალი კომპანია შემოდის

17 ოქტომბერი, 2019 • 3220
ტარიფი 30-40 ლარი – თბილისის აეროპორტში ტაქსის ახალი კომპანია შემოდის

“ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო ეროპორტიდან ტოიოტას ნაცვლად მგზავრებს მოემსახურება Bene Exclusive-ის ტაქსები.

აეროპორტის მმართველი კომპანიის ინფორმაციით, Bene Exclusive-მა ივლისში გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა. “ტავ ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ კომპანია მომხმარებლებს ჰიბრიდულ და ელექტრომანქანებს შესთავაზებს, ხოლო ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნის მიხედვით 30-დან 40 ლარამდე იქნება.

“აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი”,- წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, Bene Exclusive ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან, რომელიც Bene Group -ის შვილობილი კომპანიაა. ეს კომპანია მომხარებელს სათავაზობს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით. Bene Group-ს საქართველოს გარდა წარმომადგენლობითი ოფისები უკრაინასა და ბელორუსიაში აქვს.

2012 წლიდან აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას “ტოიოტა ტაქსი” ახორციელებდა. ამჟამად აეროპორტის ტაქსების საფასური არასტანდარტულია. უცხოელი ტურისტებს არაერთხელ გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ ქართულად მოსაუბრე მგზავრებისგან განსხვავებულ ტარიფებს ახდევინებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი