ახალი ამბები

თბილისის აეროპორტიდან ფრენები შესაძლოა Air Italy-მ და Scandinavian Airlines-მა დაიწყოს

3 ივლისი, 2019 • 1063
თბილისის აეროპორტიდან ფრენები შესაძლოა Air Italy-მ და Scandinavian Airlines-მა დაიწყოს

“ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით ორი ევროპული ავიაკომპანია, Air Italy და Scandinavian Airlines (SAS) არიან დაინტერესებულნი. როგორც ნეტგაზეთს კომპანიის პრესსამსახურში უთხრეს, ამ ორ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

“საქართველოს საავიაციო ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, ტავ ჯორჯიასა და ტავ ჰოლდინგის მარკეტინგის გუნდი აქტიურად
აწარმოებს ერთობლივ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან. თბილისი, როგორც ახალი მიმართულება უკვე შეთავაზებულ იქნა
რამდენიმე ევროპული ავიაკომპანიისთვის. ამ ეტპაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით ორი ევროპული
ავიაკომპანია, Air Italy და Scandinavian Airlines (SAS) დაინტერესდნენ,”-აცხადებენ კომპანიაში.

“ტავ ჯორჯია” თურქული “ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. ამჟამად მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი