ახალი ამბებირეკლამა

ჯი პი აი ჰოლდინგი ავტომობილებს სტიქიური მოვლენებისგან უფასოდ აზღვევს

17 ოქტომბერი, 2019 • 3187
ჯი პი აი ჰოლდინგი ავტომობილებს სტიქიური მოვლენებისგან უფასოდ აზღვევს

დღეს, 17 ოქტომბერს, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ პრესკონფერენცია გამართა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ და კომპანიის სოციალური პროგრამის ხელმძღვანელმა კოკა მანჯგალაძემ  ისაუბრეს კომპანიის მასშტაბურ პროექტზე – „სტიქია“, რომელიც გულისხმობს ბუნების სტიქიური მოვლენებისგან ავტომობილების სრულიად უფასო დაზღვევას.

ეს პროექტი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტია, პროექტის იდეა კი გაჩნდა 2015 წელს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ.

სტიქიური მოვლენებისგან ავტომობილის უფასო დაზღვევის პროგრამა უკვე ოთხი წელია რაც მოქმედებს და მის ფარგლებში გაცემულია 95 000 სადაზღვევო პოლისი. დაახლოებით 75-მა ადამიანმა ისარგებლა უკვე დაზღვევის სიკეთეებით და როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მხოლოდ წელს, მათ 70 000 ლარამდე ზარალი აანაზღაურეს.

პაატა ლომაძე

პაატა ლომაძე: პროექტი უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობის პასიური ჩართულობის გამო, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო მეორე ეტაპი და გვესაუბრა უფრო ხმამაღლა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც დაზღვევისადმი ნდობა ნაკლებია. ჯი პი აი ჰოლდინგი“ 40 რაიონშია  წარმოდგენილი, პროექტისთვის კი დამატებით 500 თანამშრომელი ავიყვანეთ და ზრდას კიდევ ვაპირებთ.

კოკა მანჯგალაძე: ჩვენი მიზანია ცნობადობის ამაღლება ამ პროექტთან დაავშირებით. ვაპირებთ 62 რაიონში ვიყოთ მომავალში წარმოდგენილი და შევქმნათ დამატებით კიდევ 500 სამუშაო ადგილი. 

კოკა მანჯგალაძე

„სტიქიის“ ფარგლებში ყველა ტიპის მანქანის დაზღვევა იქნება უფასოდ შესაძლებელი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის, ვინც მიმართავს „ჯი პი აის“ ცხელ ხაზზე: 032 2505 111 ან ისარგებლებს ონლაინ რეგისტრაციის ფორმით. უფასო დაზღვევა აანაზღაურებს წყალდიდობის, ქარიშხლის, მეწყრის, დიდთოვლობის, მიწისძვრისა და ღვარცოფის შედეგად დაზიანებულ მანქანებს.

პოლისი ერთწლიანია და კოკა მანჯგალაძის განცხადების თანახმად, მსურველს უფასოდვე შეეძლება დაზღვევის გახანგრძლივება.

კოკა მანჯგალაძე: თუ პოლისს ვადა გაუვა, მომხმარებელს არავინ დაავალდებულებს, აიღოს მომსახურების სხვა პაკეტი, მას საშუალება ექნება ისევ ისარგებლოს უფასო დაზღვევით.

პაატა ლომაძე: ჩვენ ვქმნით ქსელს, რომ ჩვენი წარმომადგენლები თავად მივიდნენ თითოეულ სოფელსა და ქალაქში, იმისთვის რომ ამ სოციალურ პროგრამაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩავრთოთ – ვაჩუქოთ დაზღვევა და მივცეთ საშუალება თავად დარწმუნდეს, რომ დიდი ფინანსური რისკებისგან თავის დაცვა შესაძლებელია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას  ცხელ ხაზზე: 032 2505 111, მისწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე – info@gpih.ge ან  ეწვიეთ ,,ჯი პი აი ჰოლდინგის“ ვებგვერდს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

__________________

„ჯი პი აი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 19 % უჭირავს და ლიდერია, როგორც კორპორაციულ, ისე საცალო მიმართულებით. „ჯი პი აი ჰოლდინგის“ 6 ფილიალსა და 40 რეგიონულ წარმომადგენლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 150 000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, „ჯი პი აი“ ყველაზე სანდო სადაზღვეო კომპანიაა საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი