ახალი ამბებირეკლამა

შენ დააზღვიე სტიქიისგან უფასოდ ავტომობილი?

15 ოქტომბერი, 2019 • 3711
შენ დააზღვიე სტიქიისგან უფასოდ ავტომობილი?

როცა ახალ ამბებში ძლიერი წვიმის, ქარიშხლის, სეტყვის ან მეწყრის პროგნოზს გადმოსცემენ, ერთადერთი, რაზეც ბათუმელი ლევან ხაბურზანია არასდროს ღელავს, მისი „მეგობარი“, ნაცრისფერი „ფოლკსვაგენია“.

ლევანის „ფოლკსვაგენი“ ღია ცის ქვეშ დგას, მაგრამ მისი მფლობელის სიმშვიდის მიზეზი ავტომანქანის უფასო დაზღვევაა, რომლითაც იგი დაახლოებით ერთი წელია სარგებლობს.

„ჩემთვის ავტომობილი ფუფუნების საგანი არაა, ეს ყოველდღიური აუცილებლობაა.

ავტომობილის სადაზღვევო პოლისი – „სტიქია“ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ შემომთავაზა სრულიად უფასოდ და ცხადია, დავთანხმდი.

არ მაქვს საშუალება, სტიქიამ დააზიანოს ავტომანქანა და მეორე შევიძინო, ახლა კი, რამე რომ მოხდეს, დაზღვევა სრულად ამინაზღაურებს ზარალს, ამიტომ მშვიდად ვარ,“ – ამბობს ბატონი ლევანი.

მძღოლი – ლევან ხაბურზანია

ლევან ხაბურზანიას ერთგულ „ფოლკსვაგენს“ პოლისი „სტიქია“ საბედნიეროდ ჯერ არ დასჭირვებია, მაგრამ დავით გოგაშვილისთვის კი ეს პოლისი ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა.

ბატონი დავითისთვის მისი სატვირთო ავტომობილი შემოსავლის მთავარი წყაროა. იგი ორი კვირის წინ რთველიდან ქარხანაში ბრუნდებოდა ყურძნის ჩასაბარებლად, როცა უეცრად ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, ხე მოგლიჯა და მანქანას დაეცა.

სტიქიის შედეგად სატვირთო მანქანის ძარა დეფორმირდა და რომ არა პოლისი „სტიქია“, დავით გოგაშვილის ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩებოდა.

ამ ინციდენტის შედეგად კი, დავითის ოჯახი არ დაზარალებულა, ერთი მარტივი მიზეზის გამო: დავით გოგაშვილმა ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევის უფასო პოლისი ზაფხულში გააფორმა, ქარიშხალი კი ამ პოლისით დაზღვეული რისკია.

კომპენსაციის სახით ავტომფლობელმა 2610 ლარი მიიღო. „რომ არა ეს დაზღვევა, გამიჭირდებოდა მანქანის აღდგენა და მწყობრში ჩაყენება,“ – ამბობს ბატონი დავითი.

ახლა კი, დროა მეტი გაიგოთ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პოლისის შესახებ, რომელიც თქვენს საყვარელ ავტომობილს სტიქიისგან უფასოდ დააზღვევს.

 

რა არის უფასო პოლისი „სტიქია“?

პოლისი ,,სტიქია“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური სოციალური პროექტია და საჩუქრად გადაეცემა ავტომობილის მფლობელ ყველა ფიზიკურ პირს. თუ ავტომობილი წყალდიდობის, დიდთოვლობის, ქარიშხლის, მეწყრის, ღვარცოფის ან მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, ანაზღაურდება მანქანის შეკეთების ან ჩანაცვლების ხარჯები სრულად.

 

ვის შეუძლია სარგებლობა?

პოლისით სარგებლობა შეუძლია განურჩევლად ყველა ფიზიკურ პირს, „ჯიპიაი“ ავტომობილების სტიქიისგან დაზღვევას უკვე მეხუთე წელია აფინანსებს და მსურველებს უფასოდ სთავაზობს. ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს.

 

რატომაა პოლისი „სტიქია“ უფასო?

სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პროექტია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა, სადაზღვევო კულტურის განვითარებაა.

4 წლის განმავლობაში „ჯიპიაის“ პროგრამაში 95 000 ავტომფლობელი ჩაერთო, საჩუქრად გაცემული პოლისების საფუძველზე „ჯიპიაიმ“ მხოლოდ წელს ასზე მეტ დაზღვეულს 70 000-მდე ლარი ზარალი აუნაზღაურა.

 

როგორ დავაზღვიოთ ავტომობილი სტიქიისგან უფასოდ?

სტიქიისგან დაზღვევის სოციალურ პროგრამაში ჩასართავად ნებისმიერმა მსურველმა უნდა დარეკოს „ჯიპიაის“ ცხელ ხაზზე: 032 2505 111.

არსებობს მეორე, მარტივი გზაც: მიჰყევით ბმულს და დარეგისტრირდით ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.

 

და ბოლოს, რატომ ,,ჯიპიაი ჰოლდინგი“?

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი – 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ, ისე საცალო მიმართულებით. კომპანიის 6 ფილიალში დასაქმებული 830 ადამიანი ემსახურება 150 000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით კი, „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა.

 

კიდევ გაქვთ კითხვები?

დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე: 032 2505 111, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე – info@gpih.ge, ეწვიეთ ,,ჯიპიაი ჰოლდინგის“ ვებგვერდს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი