10:30 სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის სემინარი „მეტი ქალი პოლიტიკაში“ გაიმართება.
სემინარზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერები – ხათუნა სამნიძე, დავით ბერძენიშვილი, ბაია რომელაშვილი და ირაკლი ხორბალაძე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემები საქართველოში; ქალთა უფლებები და აქტიურობა პოლიტიკაში; ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობა; სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის მიზნით.ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).
11:00 “მოაზროვნეთა კლუბის“ წევრი, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: შეთანხმება ინტერელიგიური საბჭოს წევრთა უფასოდ მკურნალობაზე; მოაზროვნეები პოლიტიკაში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:00 რეპორტიორის პრეს-კლუბში ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაცია“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლება და რეკომენდაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. მისამართი: ქ.თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57, 1სართული. საკონტაქტო ტელ; 577177517 ელენე გამეზარდაშვილი
11:00 “პირველ პრესკლუბში” „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მოუწოდებს მგზავრებს, არ იმგზავრონ გაზზე გადაყვანილი მიკროავტობუსებით, რადგან ფეთქებადსაშიშია და თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30 “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაიციშვილი და ადვოკატი ნანა წულაძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ 2015 წლის 17 მარტს მიღებულ საზოგადოებისთვის უცნობ გადაწყვეტილებას გააცნობენ და მედიას სკანდალურ დოკუმენტებს წარუდგენენ. მისამართი: წერეთლის გამზ. №116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:30 ექსპერტი მამუკა არეშიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საფრანგეთში ირაკლი ალასანიას მიერ გაფორმებული ხელშეკრულება; საპარკალენტო კომისიის შექმნა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
12:00 “ადამიანი კანონი თავისუფლებას” პროექტის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ საქართველოში ნიკოლოზ მაღალდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდება და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავს.
13 :00 “სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის” მესამე ტური გაიმართება. რეგისტრაციის პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” აღმასრულებელი დირექტორი ნიკო ჩხეტიანი დაესწრებიან. მისამართი: თბილისი, 55 – ე საჯარო სკოლა, ი. ჭავჭავაძის გამზირი N 38.
13:00 სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. ამასთან, გაიმართება პოეზიის საღამო, რომელსაც წეროვნის სკოლის ახალგაზრდები და მე-13 თვის პოეტები წარუძღვებიან. პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” დაფინანსებით.
13:00 პრაიმ-თაიმის პრესკლუბში საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უპასუხებს.
16:00 „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე ბათუმის საკრებულოს შენობაში XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ. 555 557 552 – ლიკა ჯურხაძე