აგრბას განცხადებით, აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაზრება ეპისკოპოსის დანიშვნის პერსპექტივის შესახებ.
დეპუტატების ცნობით, პატრიარქი კირილი გაგებით შეხვდა აღნიშნულ საკითხს და განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი აფხაზეთის საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
“რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსის საკურთხებლად შესაძლოა მომავალში მზად იყოს, – განაცხადა პრესკონფერენციაზე აფხაზეთის პარლამენტის წევრმა.
თუმცა, დეპუტატების თქმით, აუცილებელია აფხაზეთში შიდაეკლესიური განხეთქილების დაძლევა.
“როგორც კი ჩვენ ამას მივაღწევთ, შესაძლოა სრულიად ახალი სიტუაცია შეიქმნას და ჩვენი ეკლესიის აღიარებისთვის ახალი პერსპექტივები გაჩნდეს”, – განაცხადეს დეპუტატებმა.

![]() | მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |






