ახალი ამბები

ტვ პირველის დირექტორად ინგა გრიგოლია ინიშნება

16 ოქტომბერი, 2019 • 3733
ტვ პირველის დირექტორად ინგა გრიგოლია ინიშნება

„ტვ პირველის“ დირექტორად ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ინიშნება.

ინგა გრიგოლია ტელეკომპანიის დირექტორის პოსტზე პაატა კაკაურიძეს შეცვლის.

ეს გადაწყვეტილება, საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა, ბიზნესმენმა ვატო წერეთელმა მიიღო. საჯარო რეესტრმა დღესვე უნდა ასახოს ცვლილება, თუკი ჩაბარებულ დოკუმენტებს არ დაახარვეზებს.

როგორც ინგა გრიგოლია ფეისბუკზე წერს, ტელეკომპანია “პირველი” განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

“არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით. ვიწყებთ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს. ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს, ვისთვისაც თავისუფლებაა ყველაზე გემრიელი და ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში. ვემზადებით უფრო დიდი მასშტაბებისთვის, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, გავაფართოოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი. ჩვენი სათქმელი იგივეა და უცვლელი – ვმუშაობთ გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში. აგერ ვართ და ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით ახალი სიმაღლეების დაპყრობაში. დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას”, – აცხადებს ინგა გრიგოლია.

ტელეკომპანიაში განხორციელებულ ცვლილებაზე წერს მისი მფლობელი ვატო წერეთელიც, რომელიც აღნიშნავს, რომ “პირველი” განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი