ახალი ამბები

ცქიტიშვილი: რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში

16 ოქტომბერი, 2019 •
ცქიტიშვილი: რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში

სქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არის და ბრალდებები, თითქოს ხელისუფლებას არ სურს მათი ჩართვა ანაკლიის პროექტში, არათავსებადია:

“გვესმის პირადად ჩემ მიმართ კონსორციუმის მხრიდან ბრალდებები, თითქოს ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ თითქოს გავაგდე ყაზახი ინვესტორი ოთახიდან. ამავდროულად, უშუალოდ კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაში, უბრალოდ, არათავსებადია ერთმანეთთან.

ამერიკელების ადგილი, რა თქმა უნდა, არის არა მარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის გრძელვადიანი, ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, მივესლმებით ამერიკელი ინვესტორების არსებობას”,- თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამგუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთმა ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ, რომელსაც არ დაასახელებს, თანხმობა განაცხადა პორტის პროექტში ინვესტიციის ჩადებაზე, თუმცა მთავრობიდან მათ მიიღეს გზავნილი, რომ არ არიან სასურველი.

ივანიშვილმა მითხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო – მამუკა ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი