ახალი ამბები

ივანიშვილმა მითხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო – მამუკა ხაზარაძე

16 ოქტომბერი, 2019 • 2420
ივანიშვილმა მითხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო – მამუკა ხაზარაძე

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამგუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთმა ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ, რომელსაც არ დაასახელებს, თანხმობა განაცხადა პორტის პროექტში ინვესტიციის ჩადებაზე, თუმცა მთავრობიდან მათ მიიღეს გზავნილი, რომ არ არიან სასურველი. მამუკა ხაზარაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტის მხარდამჭერი განცხადების შემდეგ იგივე ინვესტორი შეხვდა მამუკა ბახტაძეს და უთხრა, “მწვანე არის ანთებულიო”.

“მწვანეს რატომ აუნთებ, თუ მანამდე წითელი არ იყო ანთებული? ჩვენ განვაახლეთ მოლაპარაკება და თვენახევარში დავხურეთ თავიდან ეს შეთანხმება. აგვისტო მოდის, გვირეკავენ, ისევ დაგვიკავშირდნენ თქვენი მთავრობიდანო. ამის შემდეგ წაგვიყენეს ბრალი, სამი ბრიფინგი ჩაატარეს, მთელ მსოფლიოს უთხრეს, რომ საქართველოში ფული გაათეთრეს ბადრიმ და მამუკამ. ყველა პარტნიორს გააგებინეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, არ დაავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს.

“ეს არის ის დრო, როცა 20 მლნ უკვე ინვესტირებული გვაქვს პორტში. მე სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას, შევხვდი მის რეზიდენციაში. მითხრა, მოდი, შევეშვათ ანაკლიას, შენ, ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაცა მითხრა: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში. მეგონა, რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე. რომ მივხვდი, იუმორზე არ გვქონდა საუბარი და თქვა, რომ მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო პრემიერად და სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან და ახლა მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო. ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი