ჩრდილოეთ კორეის სახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ცხენით საკუთარი ქვეყნის ყველაზე მაღალ წერტილში იმოგზაურა.
როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კიმ ჩენ ინმა 2 750 მეტრის სიმაღლე დალაშქრა. მედიის ცნობით, ამ ადგილს სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგანაც იქ კიმ ჩენ ინის მამა დაიბადა.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამგვარი პროპაგანდისტული პრაქტიკა, როგორც წესი, წინ უძღვის მნიშვნელოვან სიახლეებს. მაგალითისთვის, 2017 წელს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ამ რეგიონში იმოგზაურა, სამხრეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობის შერბილებაზე მიანიშნა.