ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი რუსეთშია – მალე იგი პუტინს უნდა შეხვდეს

12 სექტემბერი, 2023 • 1034
კიმ ჩენ ინი რუსეთშია – მალე იგი პუტინს უნდა შეხვდეს

ჩრდილოეთ კორეის მმართველის, კიმ ჩენ ინის მატარებელმა რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, იტყობინება „ვედომოსტი“. კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მიემგზავრება.

კიმ ჩენ ინისა და პუტინის შეხვედრა კრემლში 11 სექტემბერს დაადასტურეს. პირველად შეხვედრის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ ოთხ სექტემბერს წერდა „ნიუ იორკ ტაიმსი“.

პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები უნდა განიხილონ. შეხვედრა, პესკოვის თქმით, დელეგაციების მონაწილეობით ჩატარდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პუტინი და კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებებს ერთი-ერთზეც გამართავენ. სხვა დეტალები პესკოვს არ გაუმხელია. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თუკი ჩრდილოეთ კორეა მოსკოვს იარაღს ან საბრძოლო მასალას მიაწვდის, სანქციები ფხენიანის მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდება.

კიმ ჩენ ინისთვის ეს მეორე ვიზიტია რუსეთში. პირველად იგი პუტინს 2019 წელს, ვლადივოსტოკში შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი