ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის თქმით, რუსეთს იარაღს არ აწვდის და არც მიაწვდის

22 სექტემბერი, 2022 • 965
ჩრდილოეთ კორეის თქმით, რუსეთს იარაღს არ აწვდის და არც მიაწვდის

ჩრდილოეთ კორეა უარყოფს აშშ-ის დაზვერვის გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ „უგუნური“ ჭორია თითქოს, რუსეთის ხელისუფლებას მიჰყიდეს მილიონობით საარტილერიო დანადგრი და რაკეტა:

„ჩვენ არ მიგვიწოდებია შეიარათება რუსეთისთვის წარსულში და ამის გაკეთებას არც მომავალში ვგეგმავთ. ვაფრთხილებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეწყვიტონ უგუნური აღნიშვნები“ ,- ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც New York Times წერს, განცხადება ადგილობრივი სახელმწიფო მედიასააგენტოს მეშვეობით გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის ეკუთვნოდა შეიარაღების გენერალური ბიუროს დირექტორის მოადგილეს, თუმცა სახელი და გვარი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა გაავრცელა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან იარაღს ყიდულობდა. აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, გარიგება მიანიშნებდა, რომ სანქციებმა სერიოზულად დააზიანა რუსეთის მომარაგების ჯაჭვი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას ოფიციალურად დაუჭირა მხარი და კონფლიქტში ვაშინგტონი დაადანაშაულა. ჩრდილოეთ კორეას ასევე აღიარებული აქვს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დე ფაქტო დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

New York Times აღნიშნავს, რომ რაიმე სახის გარიგება ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შესყიდვის შესახებ დაარღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლის მიზანიც ჩრდილოეთ კორეისთვის შესაძლებლობების შეზღუდვაა, რათა ბირთვული პროგრამისთვის თანხების მოძიება ვერ შეძლოს.

მიუხედავად უარყოფისა, გამოცემის თქმით, დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სუვერენული სახელმწიფოა და შეუძლია აწარმოოს შეიარაღება ისევე, როგორც ჰქონდეს იარაღის ექსპორტი და იმპორტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი