პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კითხვაზე, რომელიც “ევროპულ საქართველოსა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა პასუხობს – “დაუჭამიათ ერთმანეთი “ნაციონალებს“. აღნიშნული კობახიძემ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.
„ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი არის, რომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული არჩევნებზე და შედეგზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დადოს ამ არჩევნების საფუძველზე.
ჩვენი ამოცანა არის არჩევნებში გამარჯვება. შესაბამისად, ჩვენს, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ავაგებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი თუ მეორე ფრთის განცხადებებზე“, – ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, “ევროპული საქართველო“ და “ნციონალური მოძრაობა“ შინაარსით ერთი ძალაა და “საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი აუცილებლად ერთად დადგებინ“.
“იმიტომ, რომ მათ აქვთ ერთი მენტალიტეტი და მათი შინაარსი არის ერთი და იგივე, ანუ როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეთ და არ ვამბობ, რომ ხელოვნურია ის დაპირისპირება, რომელიც მათ დღეს აქვთ – ეს არის რეალური დაპირისპირება. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თუ მათი ინტერესები გადაიკვეთება, ისინი აუცილბლად ერთად დადგებიან.
ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავდგებით ვერც ერთ და ვერც მეორე ფრთასთან „ნაციონალური მოძრაობის“. ისინი ერთმანეთთან დადგებიან აუცილებლად, თუ ინტერესები გადაიკვეთება“, – აცხადებს კობახიძე.
“ევროპული საქართველო” მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ამნისტრია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე, გარდა მკვლელობისა და წამებისა. გიგა ბოკერიას თქმით, ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ქონების ხელახალ გადანაწილებასაც.
“გაერთიანებულ ოპოზიციაში” კი ცალსახად არ იზიარებენ “ევროპული საქართველოს” პოზიციას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის სამართლებრივი დევნა ან ქონების გადანაწილება არ უნდა დაიწყოს.
ვრცლად:
“ევროპული საქართველო” ივანიშვილის გასამართლების და “გაკულაკების” წინააღმდეგია
ამავე თემაზე:
“ევროპული საქართველო“ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეა, ენმ ამ მემკვიდრეობას დაშორდა – ბოკერია