ახალი ამბები

“ევროპული საქართველო“ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეა, ენმ ამ მემკვიდრეობას დაშორდა – ბოკერია

14 ოქტომბერი, 2019 • 681
“ევროპული საქართველო“ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეა, ენმ ამ მემკვიდრეობას დაშორდა – ბოკერია

გიგა ბოკერია, “მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო“ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის მემკვიდრეა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ მემკვიდრეობას ჩამოშორდა.

“ჩვენ ვეუბნებით ჩვენ ამომრჩეველს – თუ გსურს ივანიშვილის დამარცხება… უნდა ვაჩვენოთ მრავალფეროვნება ოპოზიციის, ყველა ცრუ ლოზუნგი ე.წ. ერთიანობის, პირიქით ეხმარება ივანიშვილის. ერთიანი უნდა ვიყოთ იმაში, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის პროპრუსულ ძლებს კოალიცია არ შევუქმნათ,“ – ამბობს ბოკერია.

თუმცა, როგორც ბოკერია განმარტავს, სანამ საქმე არჩევნებამდე მივა, პარტიამ ამომრჩეველს უნდა აუხსნას, თუ რას აკეთებს. ბოკერია ამბობს, რომ ყოველთვის, როდესაც მსხვილი პოლიტიკური პარტია “მარქსისტულ-მემარცხენე პოპულიზმს ეწევა“, რასაც მისი თქმით, ენმ აკეთებს, “ეს უნდა ვამხილოთ“.

“ეს უნდა ვამხილოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეხმარება ივანიშვილს, ეს ყველაფეერი არასწორია და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რას აძლევს ხმას.

“ევროპული საქართველო“ არის მემკვიდრე ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, მისი ჩავარდნებისაც და მისი მიღწევებისა, ენმ და მიხეილ სააკაშვილი მემკვიდრეობას დაშორდა ყველა მიმართულებით.

მინდა, რომ ამომრჩეველმა ეს იცოდეს, ეთერს ხომ ამისთვის ვიყენებთ და გარწმუნებთ, ივანიშვილის დამარცხება არის ეროვნული ამოცანა, იმიტომ, რომ ეს კაცი არის ამ ქვეყნისთვის არსებობის საფრთხე, მაგრამ მას რომ დავამარცხებთ, სწრაფად ვიქნებით გამოსასვლელი ამ კრიზისიდან  და ამ სწრაფად გამოსვლისას, ჩვენ არ გვჭირდება პოპულისტები, რომლებიც ივანიშვილის სტილში ყველაფერს დაპირდებიან ხალხს და მოატყუებენ,“ – ამბობს გიგა ბოკერია და ამატებს, რომ ის ისევე აკრიტიკებს ხელისუფლებას, როგორც “კონკურენტ ოპოზიციას, რომელიც სამწუხაროდ ივანიშვილის სტილზე გადავიდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი