ახალი ამბები

უკრაინის მოქალაქის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავეს

14 ოქტომბერი, 2019 •
უკრაინის მოქალაქის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ​

​შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ტაქსის მძღოლმა უკრაინელ ტურისტს სცემა, გუშინ, 13 ოქტომბერს გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი