კახეთში, წნორი-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს, უწყების თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე კი საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
სასაწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულს შორის ერთ-ერთს, 49 წლის კაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მეორე კი კლინიკაში ზედაპირული დაზიანებებითაა მოთავსებული.
გამოძიება მომხდარზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრასნპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.