ახალი ამბები

სირიაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის $50 მლნ გამოიყოფა – თეთრი სახლი

13 ოქტომბერი, 2019 •
სირიაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის $50 მლნ გამოიყოფა – თეთრი სახლი

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა სირიაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის 50 მილიონი დოლარი დოლარი გამოყო, წერს „CBS News“.

თანხა, პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, გამოყოფილია „დევნის ქვეშ მყოფი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის და ადამიანების უფლებების დაცვისთვის“.

„ამ დაფინანსების მიზანია, დაეხმაროს სირიელ ადამიანების უფლებების დამცვლებეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვისკენ. იმედი გვაქვს, რომ რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებიც შეიტანენ თავიანთ წვლილს. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა ადმინისტრაციის მთავარი პრიორეტიტია“, – ნათქვამია განცხადებაში.

9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში. შედეგად, დაეცა თურქული ლირის კურსი, ხოლო აშშ თურქეთს სანცქიებით დაემუქრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი